1.2 მლრდ ფუნტის გადასახადების დამალვა და ქმართან გაყრა – ქეთი მელუას ამბები

1.2 მლრდ ფუნტის გადასახადების დამალვა და ქმართან გაყრა – ქეთი მელუას ამბები

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა ნიჭითა და შესრულების ოსტატობით ყველას აოცებს, თუმცა მის პირად ცხოვრებაში ხმაზე არანაკლებ გასაოცარი ამბები ხდება. ამ ბლოგში „დაიჯესტი“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოგიყვებათ:

2014 წელი – ქეთი მელუა გადასახადების დამალვაში ამხილეს

მომღერალი ჯორჯ მაიკლი, მსახიობი მაკლ კეინი, მუსიკოსი გარი ბერლოუ, ასევე მომღერალი ქეთი მელუა ჩართულნი იყვნენ სქემაში, რომლის მიზანიც 1,2 მილიარდი ფუნტის მოცულობის გადასახადების დამალვა იყო, – ამ ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს. საუბარია საგადასახადო სტრატეგია „ლიბერთიზე“, რომლის ინვესტორთა საერთო რაოდენობა 1 600 ადამიანს აჭარბებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ბრიტანეთში მოქმედი, გადასახადებისგან თავის არიდების ერთერთი ყველაზე აგრესიული სისტემაა.

ქვეყნის საგადასახადო სამინისტრო 10 წელიწადზე მეტია „ლიბერთის“ მიმართ გამოძიებას აწარმოებს და მომავალი წლისთვის ამ სტრატეგიის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Katie Melua (@katiemeluaofficial)

2020 წელი – ქეთი მელუა ქმარს დაშორდა

ქეთი მელუა მეუღლეს 8-წლიანი ქორწინების შემდეგ აგვისტოში დაშორდა. ნახეთ ვინ იყო მისი მეორე ნახევარი და რას ამბობს ქეთი ქორწინებაზე.
„ლამაზი ქორწინება მქონდა“, – განუცხადა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ belfasttelegraph-ს რვაწლიან ქორწინებაზე, რომელიც აგვისტოში დასრულდა. მომღერალს ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია. წლების განმავლობაში მასმედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორებაზე, თუმცა არ დასტურდებოდა. ამჯერად კი წყვილი ოფიციალურად დაშორდა. როგორც მელუა ამბობს, ის ყოფილ ქმართან მეგობრობს და მათი ურთიერთობა ჩხუბით არ დასრულებულა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Katie Melua (@katiemeluaofficial)

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )