,,ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირების შემცირების“ – რაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

,,ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირების შემცირების“ – რაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

“კორონავირუსთნ ბრძოლის წარმატების საიდუმლო გაუთვალისწინებელ შეცდომებზე, ან ხარვეზებზე მყისიერი რეაგირებაა”- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც მცხეთის “ჯეოჰოსპიტალის” მოსანახულებლად იმყოფებოდა.

როგორც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს ექიმების დაინფიცირება გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ექიმებს არ ქონდათ ინფორმაცია გამოძახების დროს მიდიოდნენ თუ არა ინფიცირებულ პაციენტთან.

„სასწრაფოების ექიმების დაინფიცირება გამოიწვია, რომ მათ არ იცოდნენ კოვიდიანთან მიდიოდნენ თუ არაკოვიდიანთან.

ჩვენთან ხომ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ეს არის ჩემი აზრით ჩვენი წარმატების საიდუმლო, რომ როცა რაღაც შეცდომას, ან ხარვეზს, ან გაუთვალისწინებელ რაღაცას ნახულობენ მყისიერი რეაქცია ხდება.

როგორც კი ნახეს, რომ სასწრაფოებმა რომელიღაც ავადმყოფთან არ დაიცვეს თავის ისე, როგორც იცავენ კოვიდიანებთნ მყისვე მიიღეს ინსტრუქცია, რომ ყველა ავადმყოფი განიხილონ, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული. ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირების შემცირების“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიის წყარო

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )