გორში, სროლის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანია დაჭრილი – ფაქტს მალავენ

გორში, სროლის შედეგად, კიდევ ერთი ადამიანია დაჭრილი – ფაქტს მალავენ

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, გარჩევას, რომელსაც გასულ ღამეს 42 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაზარალებული ჰყავს.

წყაროს ინფორმაციით, დაშავებული გარდაცვლილის ნათესავი თაზო რიკრიკაძეა, რომელიც ვერხვების დასახლებაში, გარჩევისას, რომელსაც რამდენიმე სროლა მოჰყვა, ფეხის არეში დაიჭრა.

 

“სერიოზული გარჩევა იყო და არ აწყობთ მისი დაკავშირება აღნიშნულ საქმესთან” ,– ამბობს რადიო “მოზაიკას” წყარო.

 

თაზო რიკრიკაძე, ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, წარსულში ფიგურირებდა პოლიციელის ცემის საქმეში. იგი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის მეუღლის, ანა ვახტანგიშვილის შვილია.

 

არსებული ინფორმაციით, რიკრიკაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას.

 

შეგახსენებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, 42 წლის მამაკაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იგი წარსულში ნასამართლევი იყო.

წყარო

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )