“კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძალიან უშნო და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე… ღარიბაშვილს ჰგავს”

“კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძალიან უშნო და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე… ღარიბაშვილს ჰგავს”

22 წლის სომეხი მოდელის, არმინე არუთინიანის გამოსვლას “გუჩის” ჩვენებაზე და ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების კომენტარებს ნიკა გვარამია ასე გამოეხმაურა:

“კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძალიან უშნო, თან რამე ფიშკა კი არ აქვს, რაც სიუშნოვეს საინტერესოს გახდის და სილამაზედ გადააქცევს. არა, ჩვეულებრივი, უშინაარსოდ უშნო გოგოა.

და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე. ეს პოლიტკორექტულობა ისედაც იდიოტიზმშია გადაზრდილი და ქართველები განსაკუთრებით მონდოებულები არიან ხოლმე ამ იდიოტიზმის ფარგლები კიდევ უფრო გააფართოვონ.

ბულინგი და დაცინვა როგორაა, გაუგებარია. გამოიყვანა და გვაჩვენა გუჩიმ და გვითხრა, რომ ნატურალური სილამაზე ესაა და უნდა აღვფრთოვანდეთ. ხოდა ჩვენი საპასუხო ემოცია რატომ არ შეიძლება გამოვხატოთ? სახლში ხომ არ მივაკითხეთ, სადღაც, წახნაძორში, ფოტო გადავუღეთ და დავცინით? არა. საჯაროდ მოხდა მისი პრეზენტაცია, მესიჯით – ნახეთ როგორი ნატურალურია და ლამაზი.

ხოდა, ნატურალურად უშნოა და ღარიბაშვილსაც გავს. ასეა ნამდვილად. და მინდა და ვამბობ,” – დაწერა ნიკა გვარამიამ.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )