მერობის კანდიდატი ტაძარში ჩაცხრილეს

მერობის კანდიდატი ტაძარში ჩაცხრილეს

ტაილანდში, რატჩაბურის პროვინციაში მერობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღით ტაძარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდა ამისა, სროლის დროს, ასევე დაშავდა რაიონის ოფიციალური პირი და მომავალი არჩევნების კიდევ სამი მონაწილე. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ისინი ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განცხადებით, სროლა პროვინციის ერთ-ერთი ტაძრის სალოცავ დარბაზში მოხდა. თავდამსხმელთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სასამართლოსგან ეჭვმიტანილისთვის დაკავების ორდერი მოითხოვა. ის არის პროვინციის გუბერნატორი. მას ბრალი ედება მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იარაღის უმიზეზოდ ტარებაში.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )