მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის

საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ივნისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობას და ან ბიომეტრიულ პასპორტს ერთჯერადად უფასოდ მიიღებენ.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიგეგმა სპეციალური აქცია. აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან:

პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აქციის პირობებსპირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა);ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს)მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე;ბიომეტრიულ პასპორტს, 50% შეღავათით მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს),;მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე.გისურვებთ წარმატებებს!”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )