ნორვეგიაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა- ნორვეგიული მედია

ნორვეგიაში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა- ნორვეგიული მედია

ნორვეგიაში, Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა- ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო იტყობინება. აღნიშნული ლეტალური შემთხვევები დაუფიქსირდა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც 80 წელზე მეტი იყო და მათ იმუნიტეტი დასუსტებული ჰქონდათ. ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოზე დაყრდნობით წერს RIA.

ამ ეტაპისთვის ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 13 ადამიანის გარდაცვალებას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი მოვლენებს უკავშირებს, ხოლო დანარჩენი ფატალური შემთხვევის მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ხანდაზმულები და ფიზიკურად სუსტები იყვნენ.

„ეს შემთხვევები საგანგაშო არ არის. აშკარაა, რომ ამ ვაქცინას გააჩნია პატარა რისკის ფაქტორი თუ საქმე ეხება ხანდაზმული ასაკის ადამიანთა ჯანმრთელობას“ – ამის შესახებ განაცხადა ნორვეგიული მედიკამენტების სააგენტო , სტეინარ მედსენის წარმომადგენელმა.

მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად, ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტა შეცვალა ვაქცინაციის რეკომენდაციები იმ ხანდაზმული პაციენტების მიმართ, რომელთაც სერიოზული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს ხანდაზმულ ადამიანებში.

ნორვეგიაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 27 დეკემბერს და ამ დრომდე 25 000 ადამიანი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )