ორი კვირა გვაქვს ამ გადაწყვეტილების მისაღებად – ეკატერინე ტიკარაძე

ორი კვირა გვაქვს ამ გადაწყვეტილების მისაღებად – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ხელახალი რეგულაციების დაწესება და ლოკდაუნი დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების ტემპზე. მისივე განცხადებით, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ნახტომისებურად გაიზარდა.

მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას 2 კვირის მანძილზე დააკვირდება და შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

“სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს და თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს ჩვენ პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითიდღე არის მზარდი, განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია არის საკმაოდ გაზრდილი. შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით და არამხოლოდ ვაქცინაციის მიმართულებით”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )