ქალმა ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ერთი პატარა დაუდევრობის გამო ფული დაკარგა – ნახეთ, რა მოხდა

ქალმა ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ერთი პატარა დაუდევრობის გამო ფული დაკარგა – ნახეთ, რა მოხდა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ქალმა 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა სანამ გაიგებდა, რომ მილიონერი უნდა გამხდარიყო ბილეთი სარეცხ მანქანაში გარეცხა.

თანხა ლატარიის კომპანიამ 14 ნოემბერს გაათამაშა, ბილეთის წარდგენის ბოლო ვადა კი ხუთშაბათს ამოიწურა.

„ქალმა თქვა, რომ ბილეთი ყიდვის შემდეგ ჯიბეში ჩაიდო, მოგვიანებით კი შარვალი გარეცხა. ქაღალდი მცირე ნაწილაკებად დაიშალა და ბევრი ცდის მიუხედავად, მისი აღდგენა ვერ მოხერხდა“, – ყვებიან იმ მაღაზიის თანამშრომლები, სადაც მომგებიანი ბილეთი გაიყიდა.

არსებული წესის მიხედვით, მომგებიანი ბილეთის მფლობელმა სასამართლოსაც რომ მიმართოს სარჩელით, თუ ის ვერ წარმოადგენს ბილეთს, ეს საქმე მის სასარგებლოდ არ დასრულდება.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )