ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, თვითმფრინავში იმშობიარა

ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, თვითმფრინავში იმშობიარა

ლავინია მუნგა ქალბატონია, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. ის ოჯახთან ერთად თვითმფრინავში იჯდა და ჰავაიზე დასასვენებლად მიემგზავრებოდა, როდესაც მშობიარობა დაეწყო.

თვითმფრინავი რამდენიმე საათის აფრენილი იყო, როდესაც კაპიტანმა სპიკერზე გამოცხადა – “თუ ვინმე ხართ ექიმი, სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება”

ექიმი დალი გლენი თვითმფირნავის უკანა ნაწილში იჯდა და წინადადების გაგონების თანავე, წინა ნაწილში წავიდა, რათა მშობიარე ქალს დახმარებოდა.

ყველაზე უცნაური და ამავდროულად ღიმილის მომგვრელი ისაა, რომ ქალმა სულაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მისთვის ეს ამბავი ერთგვარი “შოკი” იყო.

საბედნიეროდ, ექიმი გლენის გარდა, ბორტზე 2 ექთანიც იმყოფებოდა, რომელთაც მშობიარეს სათანადო დახმარება გაუწიეს.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )