“საქართველოში დაცხება და თანაც ძალიან მაგრად ” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

“საქართველოში დაცხება და თანაც ძალიან მაგრად ” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს თბილისსა და რეგიონებში – სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს ვარაუდობენ და მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ გვაფრთხილებენ.

ხვალ ყველაზე ცხელი ამინდი +39 გრადუსი სიცხე ქუთაისში დაფიქსირდება.

ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:

ბათუმში +34 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ფოთში ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსამდე გათბება.

+31 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება.

+34 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.

+39 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.

ლენტეხში +38, ცაგერში +35, ამბროლაურში კი +36 გრადუსია მოსალოდნელი.

+37 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში +38 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

+38 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში +38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

+34 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.

სიღნაღში +33, ხოლო ყვარელში +38 გრადუსია ნავარაუდევი.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )