საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

[on.ge]

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 8 დაინფიცირდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 746 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 2 966 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 250.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარიან ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 2 ბოლნისიდან. მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის ხანდაზმულები არ არიან, ხოლო ერთი 16 წლისაა.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )