„საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ…“ – ჯანმოს დირექტორის პროგნოზიები პანდემიის დასრულებაზე

„საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ…“ – ჯანმოს დირექტორის პროგნოზიები პანდემიის დასრულებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ უკან დაიხევს, მაგრამ მსოფლიო ჩვეულ საქმიანობას ვერ დავუბრუნდება.

მისივე თქმით, საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ მსოფლიო მზადყოფნაში უნდა იყოს შემდეგი შესაძლო პანდემიისთვის და მდგრად ჯანდაცვის სისტემას საძირკველი ჩაუყაროს.

„კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ უკან დაიხევს, მაგრამ ჩვეულ საქმიანობას ვერ დავუბრუნდებით. საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ… ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციის ჩადება სიცოცხლეების გადარჩენას ნიშნავს. აღნიშნული მოიცავს პათოგენების თავიდან აცილებასა და მათზე რეაგირებას.“ – განაცხადა ტედროს ადჰანომ

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

სტატიის წყარო

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )