“თავს ვერ ვიკავებ ამ გენიოსის წინაშე” – ბელა ჰადიდი დემნა გვასალიას მიმართავს

“თავს ვერ ვიკავებ ამ გენიოსის წინაშე” – ბელა ჰადიდი დემნა გვასალიას მიმართავს

დღეს, პარიზში ბალენსიაგას ჩვენება გაიამართა. სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა დემნა გვასალიას ჩვენებაში პირველად მიიღო მონაწილეობა.ჩვენების დასრულების შემდეგ ბელა ჰადიდმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ქართველ დიზაინერს პოსტი მიუძღვნა და აღნიშნულ სტატუსზე მონიშნა კიდეც. მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელი აღფრთოვანებას ვერ მალავს, დემნას ჩვენებაში მონაწილეობით, ის ქართველ დიზაინერს გენიოსს უწოდებს და აცხადებს, რომ დემნა გვასალიას და ბალნსიაგას შეუდარებელია.
“თავს ვერ ვიკავებ ამ გენიოსის წინაშე” – წერს ჰადიდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი სუპერმოდელების მხრიდან როგორიც ბელა ჰადიდია, ინსტაგრამზე მონიშვნა და პოსტის მიძღვნა ძალიან იშვიათი მოვლენაა.

 

Bella Hadid walks for Balenciaga S/S 2020 by Demna

სასიამოვნო მოულოდნელობა: ბელა ჰადიდი დემნას დღევანდელ ჩვენებაზე ბალენსიაგასთვის.

Posted by Demna Gvasalia Daily on Sunday, September 29, 2019

 

“ნიუპოსტი”

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )