თუ 10 და მეტი პაციენტი ისევ დაფიქსირდება ბოლნისში, ღონისძიებებს გავამკაცრებთ – ტიკარაძე

თუ 10 და მეტი პაციენტი ისევ დაფიქსირდება ბოლნისში, ღონისძიებებს გავამკაცრებთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ბოლნისში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა.

ტიკარაზე ამბობს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი კვლავ რჩება საყურადღებო ზონად და სპეციალისტები იქ მუშაობას აგრძელებენ.

“15 ახალი დაინფიცირებული, რა თქმა უნდა ქვეყნის მასშტაბით დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ეს რეგიონი არის ძალიან საყურადღებო და შესაბამისად, ჩვენი აქტიური მუშაობა გრძელდება და ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზეც, კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ იმ საველე სამუშაოებს, რის შედეგადაც ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონში მოსახლეობას და შესაბამისად, რა თქმა უნდა გვყავს ის გამოვლენილი კოვიდ ინფიცირებულები, რომლებიც აღმოჩენილები არიან ამ რეგიონში და რომლებიც არიან ძალიან საყურადღებოები არიან ეპიდსიტუაციის გავრცელებასთან მიმართებაში…ბოლნისის რეგიონი დარჩება საყურადღებოდ და არის იმის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებშიც იქნა დაფიქსირებული 10 და 10-ზე მეტი პაციენტის რაოდენობა, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და დავტოვებთ იმ მდგომარეობას, რაც დღეს გვაქვს”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )