ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული “დრამის დედოფალი” ნესლიჰან ათაგული  – გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი “მოაჯადოვა”

ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული “დრამის დედოფალი” ნესლიჰან ათაგული – გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი “მოაჯადოვა”

თურქ მსა­ხი­ო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბა აქამ­დეც არ აკ­ლდათ, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტი დრო გა­მო­უჩ­ნდათ სე­რი­ა­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის, თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის­თვი­საც და ახა­ლი კერ­პე­ბიც გაჩ­ნდნენ.

მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვენ­თან ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ “ფან გვერ­დებ­საც” შეხ­ვდე­ბით, ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რით.

ერთ-ერთი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სე­რი­ა­ლით იც­ნობს.

თუ თურ­ქულ მე­დი­ას გა­და­ხე­დავთ, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ათა­გუ­ლი თურ­ქეთ­ში თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ ვარ­სკვლა­ვად ით­ვლე­ბა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა კი მო­უ­ტა­ნა ფილმმა Araf (გან­საწ­მენ­დე­ლი), სა­დაც ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში მყო­ფი მსა­ხი­ო­ბი (18 წლის ასაკ­ში) ურ­თუ­ლეს როლს ას­რუ­ლებს. ნეს­ლი­ჰა­ნის გმი­რი ფილმში აბორ­ტს სა­კუ­თა­რი ხე­ლით იკე­თებს, ეს არის სცე­ნა, რო­მელ­ზეც დღემ­დე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ და რო­მელ­მაც ნეს­ლი­ჰანს არა მარ­ტო თურ­ქე­თის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­უ­ტა­ნა აღი­ა­რე­ბა. ფილ­მი 2011 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და ნეს­ლი­ჰა­ნის გმირს ზეჰ­რა ჰქვია.

ამ ფილ­მის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ალ­ში შე­ას­რუ­ლა მთა­ვა­რი როლი და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი Kara Sevda აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბა თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ვარ­სკვლავს, ბუ­რაქ ოზჩი­ვიტს გა­უ­წია. ეს ერ­თა­დერ­თი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მელ­მაც Emmy-ს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე მთა­ვა­რი ჯილ­დო აიღო

ნეს­ლი­ჰანს თურ­ქუ­ლი დრა­მის დე­დო­ფალს უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ვე­რა­ვინ ტი­რის კა­მე­რე­ბის წინ ისე გულ­წრფე­ლად და არა­ვის შე­უძ­ლია ემო­ცი­ე­ბის ისე მკა­ფი­ოდ გად­მო­ცე­მა, რო­გორც მას.

ამას­თა­ნა­ვე, მას ყვე­ლა­ზე თბილ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და უბ­რა­ლო მსა­ხი­ობ­საც უწო­დე­ბენ. ნეს­ლი­ჰა­ნი იმ მცი­რე მსა­ხი­ობ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც კა­მე­რე­ბის წინ უმა­კი­ა­ჟოდ თა­მაშს არ ერი­დე­ბა, ასე­ვე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს “ინ­სტაგ­რამ­ზე” ისეთ ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ “სახ­ლურ” ფორ­მა­შია.

ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია მსა­ხი­ობ ქა­დირ დო­უ­ლუ­ზე. წყვილს ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­უყ­ვარ­და. ქა­დირ­მა და ნეს­ლი­ჰან­მა ერ­თად ითა­მა­შეს სე­რი­ალ­ში “სტამ­ბო­ლის ორი მხა­რე“, სა­დაც მთა­ვარ რო­ლებ­ში იყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს პარტნი­ო­რო­ბას უწევ­დნენ. მათ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს და თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მაზ წყვი­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

ნეს­ლი­ჰა­ნი 1992 წელს და­ი­ბა­და. მისი მამა ჩერ­ქე­ზია, ხოლო დედა ბე­ლო­რუ­სი, სწო­რედ ამას მი­ა­წე­რენ მსა­ხი­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ხიბ­ვლელ გა­რეგ­ნო­ბას. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სე­რი­ა­ლე­ბი სწრა­ფად ხდე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ეს­პა­ნეთ­ში, აშშ-ში, ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კულ ქვეყ­ნებ­ში, რომ არა­ფე­რი ვთქვათ არა­ბულ ქვეყ­ნებ­ზე.

ამ­ჟა­მად ათა­გუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს სე­რი­ალ­ში Sefirin Kizi (ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი), რო­მელ­შიც ის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი თურ­ქი ვარ­სკვლა­ვის, ენ­გინ აქი­უ­რე­ქის პარტნი­ო­რია.

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა მას უკვე უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რა­საც სე­რი­ა­ლის არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ფან გვერ­დი მოწ­მობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და ის ახ­ლა­ხანს გა­ნახ­ლდა.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )