ზამბიის პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმის დროს გონება დაკარგა

ზამბიის პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმის დროს გონება დაკარგა

ზამბიის პრეზიდენტმა, ედგარ ლუნგუმ სამხედრო აღლუმის დროს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ლუსაკაში მიმდინარეობდა, გონება დაკარგა.

 

შემთხვევა კვირას მოხდა, როდესაც ზამბიაში ქვეყნის სამხედრო ძალების დღეს აღინიშნავდნენ.

“ღონისძიებაზე პრეზიდენტმა მოულოდნელად თავბრუსხვევა იგრძნო. ის გონზე მალევე მოვიდა და სამთავრობო მანქანით პრეზიდენტის რეზიდენციაში წავიდა. პრეზიდენტი ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას უცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და აგრძელბს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას”, – აცხადებენ ზამბიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

64 წლის ლუნგუს ინციდენტის მეორე დღეს, ცნობილი გახდა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, კენეტ კაუნდის ჰოსპიტალიზების შესახებ. ის ზამბიას 1964-1991 წლებში მართავდა.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )